ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
საქართველო, თბილისი
ძვირფასო დოქტორანტებო და ახალგაზრდა მეცნიერებო!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სიმპოზიუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო საქმიანობას და მათი კვლევების პოპულარიზაციას, აამაღლოს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო მოტივაცია და, ამასთანავე, ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური დარგები ჩართოს საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაში.
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი თემატური ფორუმები, გაიმართება სამუშაო შეხვედრები. პირველი სამეცნიერო ფორუმის თემაა თარგმანი. სიმპოზიუმის მუშაობა მიმართულია როგორც დარგთაშორის, ისე დისციპლინათშორის სამეცნიერო საკითხებზე.
სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.
სიმპოზიუმი ჩატარდება 2017 წლის 20-23 ნოემბერს.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
- ისტორია და არქეოლოგია
- ენა და ლიტერატურა
- ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია
- კულტურა და ხელოვნება
- ინტერდისციპლინური კვლევები
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული;
სიმპოზიუმის რეგლამენტი:
მოხსენება - 20 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
სიმპოზიუმში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება
დაუსწრებლად მონაწილეობა
გთხოვთ, სიმპოზიუმში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები გამოაგზავნოთ 2017 წლის 20 სექტემბერი მისამართზე: youthscience@tsu.ge
განაცხადის ფორმა:
სიმპოზიუმის მონაწილის სახელი და გვარი;
უნივერსიტეტი, ძირითადი დარგი ან სადოქტორო პროგრამა;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომრები).
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2017 წლის
30 სექტემბერი.
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი:
- უცხოელი მეცნიერებისათვის - 40 ევრო;
- ქართველი მეცნიერებისათვის - 40 ლარი;
- თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 70 ლარი;
- უცხოელი თანაავტორებისათვის - 70 ევრო
კულტურული პროგრამა:
- ტური ძველ თბილისში - უფასო
მუზეუმების ტური
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი (ბილეთი: 7 ლარი);
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი - საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად
- საქართველოს ეროვნული გალერეა (ბილეთი: 7 ლარი);
- საქართველოს ხელოვნების მუზეუმი (ბილეთი: 7 ლარი);
კულინარიისა და ღვინის ტური - 35 ლარი
ექსკურსია - 30 ლარი
ბანკეტი - 50 ლარი
სარეგისტრაციო გადასახადი ითვალისწინებს შემდეგს:
- სიმპოზიუმის ბეჭდურ მასალას;
- ყავა–ჩაის შესვენებებს სიმპოზიუმის მიმდინარეობისას;
ბანკეტი სიმპოზიუმის მონაწილეობისათვის დაგეგმილია სიმპოზიუმის გახსნის საღამოს და გაიმართება რესტორანში.
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
ანგარიში ევროში
Intermediary:
JP MORGAN AG FRANKFURT AM MAIN
SWIFT CODE: CHASDEFX
ACC:6231608461
Beneficiary’s bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary TBILISI STATE UNIVERSITY (TSU 204864548)
IBAN: GE65NB03311000001150207
ანგარიში ეროვნულ ლარში
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
მიმღების ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი _ TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708967253
გადარიცხვისას მიუთითეთ:
ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ დისციპლინებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1. ოთახი N 204
საკონტაქტო პირი; ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი ტელ.: +995577719989
ელ.ფოსტა: youthscience@tsu.ge