საქართველოს შესახებ
საქართველო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს არის ტრანსკონტინენტური ქვეყანა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
საქართველოში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, IV საუკუნიდან დამკვიდრდა. ქვეყანაში გაერთიანებული მონარქიაა 1008 წლიდან, თუმცა საქართველოს ისტორიაში იყო დაშლისა და აღორძინების რამდენიმე პერიოდი. 1801 წელს დაიწყო და 1866 წელს დასრულდა საქართველოს ანექსია რუსეთთან. 1918 წლიდან 1921 წლამდე საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ერთა ლიგის მიერ იყო აღიარებული. 1921 წლიდან 1991 წლამდე საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. 1991 წლიდან საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ქვეყანამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები. დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია და მიისწრაფვის ევროკავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ.
ქართული ანბანი
საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, რომელიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს განეკუთვნება.
ქართული ანბანი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს ანბანებს შორის. ქართული დამწერლობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დაახლოებით IV საუკუნეში შეიქმნა. უძველესი წარწერები შემონახულია სწორედ IV საუკუნიდან. ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო. ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. დღევანდელ ქართულში 33 ასოა.
უძველესი ქართული ხელნაწერები IX საუკუნიდან არის შემორჩენილი. ქართული ხელნაწერი კულტურა მდიდარია სხვადასხვა ჟანრის ორიგინალური და ნათარგმნი ტექსტებით.
ოქროს საწმისი
საქართველო ოქროს საწმისის სამშობლოა. ოქროს საწმისი ბერძნულ მითოლოგიაში ცხვრის ოქროს ტყავი იყო, რომლის მოსაპოვებლადაც იასონი კავკასიაში წამოვიდა გემით „არგო“. საწმისის მოპოვებაში იასონს მეფის ქალიშვილი, მედეა, დაეხმარა, რომელიც შემდეგ იასონს საბერძნეთში გაჰყვა.
ოქროს საწმისის მითი მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებში აისახა. ოქროს საწმისი კი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.
უძველესი ადამიანი
XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოში, დმანისის რეგიონში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია იქნა ჰომონიდების ნაწილები, რომლებსაც მეცნიერებმა ჰომო გეორგიკუსი უწოდეს. დმანისის აღმოჩენა დათარიღდა 1, 8 მილიონი წლით და ადამიანის ევოლუციის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა.